“მე პიროვნულად ძალიან ვწუხვარ, რომ გიგი უგულავა კვლავ პატიმრობაში აღმოჩნდა და გავიხსენებდი, როდესაც მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ის სწორედ მაშინ იმყოფებოდა პატიმრობაში და ჩვენ მაქსიმალურად დიდ ყურადღებას ვაქცევდით მას. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ხშირად შეურაცხმყოფელ და დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებდა დღესაც ჩემი და ჩვენი დამოკიდებულება არის იგივე, რომ მისი უფლებები იქნება დაცული და რა თქმა უნდა ადამიანურად ჩვენც ვწუხვართ, რომ ის პატიმრობაშია.”
პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე
“იმედი”
აღნიშნული განცხადება თალაკვაძემ, უგულავას პატიმრობასთან დაკავშირებით გააკეთა.