ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ ისანში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისანში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი – ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ნ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ გ.დ.-ს.

სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....