“მე არ მიკვირს, რომ ივანიშვილის ამ „კლოუნებს“ არაფერი არ ესმით. ივანიშვილს აქვს გაკეთებული მისთვის საბედისწერო, ქვეყნისთვის საზიანო არჩევანი, ბრიყვული, აქვს ილუზია, რომ ამ ნაბიჯებით ძალაუფლებას შეინარჩუნებს და მერე დაალაგებს გარეთ ურთიერთობებს. ვერც ერთს შეძლებს და ვერც მეორეს, აქაც დამარცხდება ნებისმიერ სცენარში და გარეთაც ელის სრული იზოლაცია და ტრაგიკული ბედი. კობახიძე და ივანიშვილის ყველა მასხარა ემსახურება ერთ მიზანს – ივანიშვილის განწყობას დაემთხვნენ კი არა, მისი ნათქვამი ან არნათქვამი მითითება შეასრულონ და თავი დაიმშვიდონ, მოიტყუონ”
გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
“ინტერპრესნიუსი”