aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა უსაფუძვლო კრიტიკას გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი” – გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ, ჟურნალისტებთან განცხადებას ავრცელებს.

როგორც გახარია ამბობს, მეგობრებისგან კრიტიკა, ხელისუფლების მხრიდან ნორმალურად არის აღქმული, თუმცა ხელისუფლებასაც აქვს უფლება მისი პოზიცია დაასაბუთოს.

„ყველას კარგად გვესმის რამდენიმე ფაქტორი. პირველი, რომ ჩვენ ჩვენი მეგობრებისგან კრიტიკას აღვიქვამთ ნორმალურად, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება, ჩვენი პოზიცია დავასაბუთოთ. სხვათა შორის, ამას დღეს აქაც ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ. საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში, რომლებიც გარდა იმისა, რომ გვაკრიტიკებენ, ამასთან ერთად, აღნიშნავენ საქართველოს პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ არჩევნების წელია, სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ პოლიტიკური ძალები ყველა ინსტრუმენტს იყენებენ, თუნდაც საგარეო მიმართულების და კომპონენტის ჩართვას შიდა პროცესებში, სამწუხაროდ საარჩევნო პროცესებში. ეს არის ის, რაც ახლა ხდება. სამწუხაროდ, ეს არის გამწვავებულ ფაზაში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკას გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი და ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური შრომა. არავის ეგონოს, რომ სადმე ჩავალთ, ერთხელ პასუხს გავცემთ და დავივიწყებთ. არა, ჩვენ ვიშრომებთ ყოველდღე ამისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....