შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ი.გ. დააკავეს.
“დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ფოცხვერაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ასევე დაადგინეს, რომ ი.გ.-მ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, თბილისში, სხვადასხვა დროსა და ადგილზე მოიპარა მოქალაქეების კუთვნილი 2 ველოსიპედი, 1 მოპედი და კიდევ 1 მოპედის მოპარვა სცადა.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის მიერ მოპარული 2 მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.