aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“BLOOMBERG-ის სტატია, დიდი ალბათობით, დასპონსორებულია” – თალაკვაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“Bloomberg-ის სტატია მაღალი ალბათობით, სავარაუდოდ, არის დასპონსორებული – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც ივანიშვილმა კრიტიკული წერილების საპასუხოდ, ახალი ლობისტური კომპანია დაიქირავა.

” (Bloomberg-ის სტატია) დასპონსორებული რომ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ Bloomberg-ს არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მლრდ-ზე დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის განათლებაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის, ტექნოლოგიების განვითარება, ინფრასტრუქტუტრის ჯარი, თუ პოლიციის მოდერნიზაციისთვის… დღეს აქვეყნებს მასალას, რომ თითქოს 77 მილიონს ხარჯავს.”- ამბობს თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე, გავლენიანი გამოცემა „ბლუმბერგი“ სტატიას აქვეყნებს, სადაც ბიძინა ივანიშვილს „ჩრდილოვან ბოსად“ მოიხსენიებს.

იტვირთბა....