“ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე პროკურატურა ნიკა მელიას 7 წლით ციხეში გაშვებას ითხოვს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მელიასთვის გირაოს შეფარდებას გულისხმობდა, პროკურატურამ გაასაჩივრა და პროცესი 10 მარტს ჩაინიშნა.
“პროკურატურის სარჩელი სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 30 დეკემბერს შევიდა. სხდომა კი 10 მარტს ჩაინიშნა. საქმეს ერთპიროვნულად მოსამართლე ლომიძე განიხილავს. როგორც წესი, მსგავსო მოცემულობის საქმეს პალატა იხილავს, ამიტომ ჩემთვის უცნაურია რომ საქმეს ერთი მოსამართლე იხილაბს.
ჩვენ ვბითხოვთ, რომ ნიკანორ მელია იმ ბრალდებაშიც გამართლდეს, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ჩვენი სურვილი ეს არის, თუმცა ბოლო დრტოს განვითარებული მოვნების გათვალისწინებით, აღარ ვიცი რას უნდა ველოდო. იმ ნაწილშიც კი რაშიც დამნაშავედ სცნეს მელია საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობობს”- აცხადებს ადვოკატი გიორგი მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ “ქართუ გაკოტრების” სამეზე სისხლის სამართლის საქმე 7 წლის წინ აღძრა.
გასული წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, ხოლო მეორე ეპიზოდში გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.