საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0055 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8741 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით 1 აშშ დოლარი 2.8686 ლარი ღირდა.
0.0047 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.1270 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1317 ლარი იყო.