“ევროპარლამენტარი და ამერიკელი კონგრესმენი ჩემთვის არის დამატებითი ინფორმაციის წყარო თუ არგუმენტი. არ მჭირდება ამერიკელი და ევროპელი, რომ დავინახო, საქართველოში ძალიან ცუდადაა საქმე, კერძოდ, სასამართლოში და სახელისუფლებო კულუარებში, სადაც ყველაფერზე წამსვლელები არიან“
დავით უსუფაშვილი – “შენების” მოძრაობის ლიდერი
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.