„შეშფოთებული ვარ უგულავას გასამართლებითა და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით. მართლმსაჯულების სისტემა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის. მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. კანონის უზენაესობა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისთვის არსებითია“
დონალდ ტუსკი – ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.