ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულტან ნაზარბაევის შვილიშვილი, აისულტან ნაზარბაევი დიდ ბრიტანეთს პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვს, რის მიზეზადაც თავისი ოჯახის მხრიდან ზეწოლას ასახელებს. ამის შესახებ ის საკუთარ ფეისბუქზე წერს.
ამასთან, როგორც აისულთანი წერს, მას აქვს ინფორმაცია რუსეთსა და ყაზახეთს შორის მსხვილმასშტაბიან კორუფციაზე. “საუბარია მილიარდებზე” – აცხადებს ის.
მისი თქმით, გაუგებარია რატომ უწესებს სანქციას შეერთებული შტატები რუსეთს და მის პარალელურად რატომ არ ასანქციებს ყაზახეთს.
“მე მაქვს შეკითვა აშშ-ს ხელისუფლებასთან. თუკი ის ცდილობს დემოკრატიის დაწესებას პლანეტაზე და თუკი უწესებს სანქციებს რუსეთს, რატომ აიგნორირებს ყაზახეთის ხელისუფლებას?” – წერს აისულტან ნაზარბაევი.