“თამარ ჩიხლაძე არის ჟურნალისტი,რომლის გადაცემებითაც ტვ,,პირველზე,, ვამაყობ ! უმაგრესი პროფესიონალი და პროფესიული ეთიკით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟურნალისტი,ვისაც კი როდესმე შევხვედრივარ. ზუსტად ვიცი,როგორ მთავრდება ხოლმე,როცა ხელისუფლება ასეთი ტექსტებით იწყებს საუბარს მედიასთან, არ გაგივათ!! თამარ ჩიხლაძე, ვამაყობ, რომ ჩვენი გუნდის წევრი ხარ და შენს გვერდით ვართ ყველანი, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი ამ კაცს, მაგრამ იმას კი შევახსენებ ხელისუფლებას-გადახედეთ არცთუ შორეულ წარსულს და დასკვნებს თავად გამოიტანთ, ფინალი რა არის ხოლმე,როცა მსგავსი ტექსტებით ესხმიან თავს მედიას!”
ინგა გრიგოლია – ჟურნალისტი, “ტვ პირველის” გენერალური დირექტორი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა, ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც სტუდიაში მასსა და დიანა ტრაპაიძეს შორის დაპირისპირება გამოიწვია.