ტვ „პირველის“ დირექტორი ინგა გრიგოლია “დღის ამბებში” ჩართვისას უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის მხრიდან ამავე არხის ჟურნალისტის, თამარ ჩიხლაძის მისამართით გაკეთებულ კრიტიკას გამოეხმაურა.
ინგა გრიგოლია შინაგან საქმეთა მინისტრსაც მიმართავს, გამოიძიონ აქციის დროს ტვ „პირველის“ ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმა.
„აქციის დროს ჩვენს ჟურნალისტებზე თავდასხმა მოხდა. ეს იყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ჩვენ ეს სარჩელი შევიტანეთ პოლიციაში, მარა მან მიაჩუმათა ეს საქმე. დღემდე არ იციან ვინ არიან თავდამსხმელები და ჩვენ მორალსა და პრინციპებს გვიწუნებს ხელისუფლება იმის გამო, თუ რატომ შეიძლება მოვიყვანოთ ეთერში ვიღაც ადამიანი, რაც ჟურნალისტის ვალდებულებაა. თქვენ პოლიციელებს გავთ თუ არა ვალდებულება, გამოიძიოთ ჩვენს ჟურნალისტებზე თავდამხმელთა ვინაობა? შემთხვევით, პოლიციელები იმიტომ ხომ არ ჩქმალავენ ამ საქმეს, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ჟურნალისტებს თავს დაეხსნენ, ხელისუფლებასთან არიან დაახლოებულები?“,-აცხადებს გრიგოლია.
„ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში “დღის ამბებში” ჩართვისას ამავე არხის ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ოხანაშვილმა ამის მიზეზად ჩიხლაძის ის გადაცემა დაასახელა, სადაც ჟურნალისტმა სტუმრად ვახტანგ რობაქიძე მიიწვია, რომელმაც დეპუტატს ოჯასის წევრების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.