aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ასეთი მესიჯის ფონზე, ქვეყანაში ვითარება რუსეთის გარეშე აღარ დალაგდება….” – მარგველაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, გიგი უგულავას დაკავების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოფილი მერის დაკავებით ხელისუფლებამ სილა გააწნა არა მარტო საკუთარ ქვეყანას, არამედ დასავლელ პარტნიორებსაც.

მისი თქმით, მაშინ როდესაც დასავლეთმა მკაფიოდ გამოხატა საკუთარი მოსაზრება, სწორედ მაშინ ძალინ ნათელი მესიჯი იქნა გაგზავნილი დასვლეთისკენ – ხელისუფლებამ დასავლეთთან გააგზავნეს მესიჯი, რომ საერთოდ არ ადარდებთ მათი აზრი.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, ასევე ისაუბრა რუსეთის შესაძლო გაძლიერებაზე საქართველოში.

“უგულავას  დაკავებით ხელისუფლებამ სილა გააწნა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მაშინ როდესაც მათ მკაფიოდ გამოხატეს საკუთარი მოსაზრება, რომ ქვეყნაში დემოკრატიის დონე ძალიან სერიოზულად ირღვეოდა, მაშინ როდესაც თითქოს ამ ვითარების მოსაგვარებლად აშშ-ში ჩასული იყო პარლამენტის თავმჯდიმარე, ასეთი ფორმით, როცა პროკურორი არის მოსამართლე და ასამართლებს ერთი და იგივე საქმისთვის პოლიტიკოსს, ზუსტად მაშინ ძალინ ნათელი მესიჯი იქნა გაგზავნილი დასვლეთისკენ – ხელისუფლებამ დასავლეთთან გააგზავნეს მესიჯი, რომ საერთოდ არ ადარდებთ მათი აზრი.

ასეთი მესიჯის ფონზე ვითარება რუსეთის გარეშე აღარ დალაგდება. თუ შენ ივიწყებ დასავლეთს თამაშის სხვა არეალი არის რუსეთი. ვაშინგტონში წასვლა და მოლაპარაკებების დაწყება, მაშინ როცა იგივეს აგრძელებ, ეს სტილი ჩამოაყალიბა “ქართულმა ოცნებამ”. ჩვენ პოლიტიკური თაღლითობის რეალობაში ვცხოვრობთ. შენ თუ ასეთ მწვავე კრიტიკაზე ასეთ სილას გააწნი შენს დასავლელ პარტნიორებს და მათ გარეშე დარჩენას აპირებ, რუსეთის გარეშე ეს ვერ დალაგდება. საქართველო არ არის შვეიცარია, საქართველოში გეოპოლიტიკა თამაშობს დიდი როლს და აქედან გაშვებული დასავლეთი ნიშნავს აქ შემოსულ და გაძლიერებულ რუსეთს” – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველეშვილმა ტვ პირველტან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ასევე, მარგველაშვილმა განაცხადა რომ გიგი უგულავა პოლიტოატიმარია.

იტვირთბა....