ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თქვენც დაგიჭერთ…” – რა შინაარსის მესიჯი მიიღო მამუკა ხაზარაძემ

“აქ მთავარი არ არის რა მესიჯი მივიღე მე, რადგან მთავარი ჩემთვის სხვა არის” – ასეთი განცხადება გააკეთა “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ დაეკონკრეტებინა რა შინაარსის მესიჯი მიიღო მან იმის ფონზე, როცა “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა დაიჭირეს, მან უპასუხა, რომ როგორც ჩანს, ალბათ, საუბარია მის დაჭერაზეც.

“თქვენც დაგიჭერთო, მაგრამ მინდა იცოდნენ, რომ მე ამის არ მეშინია, მე მეშინია იმის, რომ ქართული ოცნების მმართველობა არ გაგრძელდეს ქვეყანაში” – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ გიგი უგულავას 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ოპოზიცია უგულავას დაკავებას პოლიტიკურ აქტად აღიქვამს და “ევროპული საქართველოს” ლიდერს პოლიტმატიმარს უწოდებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესები გრძელდება. მას 11 წლის წინანდელ საქმეს ედავებიან, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება.

 

იტვირთბა....