საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0027 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8698 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით 1 აშშ დოლარი 2.8671 ლარი ღირდა.
0.0065 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.1330 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1395 ლარი იყო.