საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, გიგი უგულავას დაკავების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოფილი მერის დაკავებით ყველა აღშფოთებულია.
“ივანიშვილმა კურსის შეცვლის საშიშროება დაგვანახა. საქართველიში არ მოხდება ასეთი თავნებობის და დემოკრატიის, ასეთი შელახვის და ქვეყანაში იმ რეჟიმის გამართლება, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. თურმე პოლიტიკური ლიდერები უნდა იჯდნენ ციხეში და ყველა ვინც მოინდომებს განსხვავებული აზრი ქონდეს იჯდეს ციხეში.
გიგი უგულავა ციხეში იჯდა და არავის ქონდა იმის განცდა, რომ მას უნდა გადაფარებულიყო. დღეს და ამ ფორმით და მეორეჯერ შებრუნებით მას მხარს უჭერს აბსოლუტურად ყველა. მხარს უჭერს ისინი ვინც 2012 წლამდე ებრძოდა ნაციონალურ მოძრაობას. ყველა აღშფოთებული. დღეს საქაართველოში დასაცავია ის არჩევანი რაც ჩვენ გავაკეთებ 30 წლის წინ როდესაც, ვთქვით რიმ ვიქნებით დასავლური დემოკრატია, დასაცავია ის დასავლური არჩევანი, რომლის გულისთვისაც ჩვენ ყველა ვიბრძოდით. ამ არჩევნის გულისთვის დაგვაკარგინეს აფხაზეთი, ამ სტრატეგიული არჩევანის გულისთვისაა დღეს ოკუპირებული ცხივნვალი და სოხუმი. ჩვენ გვაქვს ღირსება და ამის გამო ვიბრძვით. ყველა პოლიტიკოსი ვისაც სჯერა რომ საქართველოს აქვს მომავალი რუსეთის გუბერნიის მიღმა, დღეს უნდა გაერთიანდეს ამ არჩევნის დასაცავად” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტვ პირველტან საბრისას.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, ასევე ისაურა რუსეთის შესაძლო გაძლიერებაზე საქართველოში და აღნიშნა, რომ გიგი უგულავა პოლიტოატიმარია.