მთავარი ციტატა

“როცა ჩვენ შევდივართ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გამოსვლისას ხელბორკილებს გვადებენ”

“მოლაპარაკებები დასრულებულია, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მოლაპარაკებების ფორმატში. არც მეხუთე, არც მეექვსე და არც მეშვიდე რაუნდი არ იქნება, რადგან, როცა ჩვენ შევდივართ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გამოსვლისას ხელბორკილებს გვადებენ. ამ პირობებში როგორ წარმოგიდენიათ გაგრძელდეს რაიმე სახის მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, თუნდაც საარჩევნო სისტემაზე? ახლა ჩვენ გადავდივართ მოქმედების სხვა მეთოდებზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქუჩის აქციებზე, პროტესტზე, იქნება პიკეტირება და რეგიონებში გასვლა, ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია”

ზაალ უდუმაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი

აღნიშნული განცხადება უდუმაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ სცნო და  მას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა  გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადეს, რომ საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს აღარ გამართავენ.

იტვირთბა....