ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შევედი აშშ-ს ელჩთან და ვუთხარი, რომ უგულავა დააპატიმრეს” – ხათუნა სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე, აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამნიძე ამბობს, მან კელი დეგნანს გიგი უგულავას დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

“მე, შეიძლება ითქვას, რომ არ დავსწრებივარ შეხვედრას, შევედი და მივესალმე, გავეცანი და ვუთხარი, რომ არის ასეთი მდგომარეობა, პოლიტიკური რეპრესიები და ამან მიიღო ასეთი მწვავე სახე, რომ წარმოუდგენელიც უნდა წარმოვიდგინოთ უკვე ბიძინა ივანიშვილის პირობებში. მას ვუთხარი, რომ დააპატიმრეს გიგი უგულავა, მთელი ოპოზიცია არის ერთად, გაკეთდა განცხადება, რომ არავითარ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და არ გაგრძელდება ასეთ პირობებში, როდესაც ხელისუფლება აგრძელებს პირდაპირ პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას, განეიტრალებას და ყველაფერს იმისთვის, რომ ყველა ადამიანს გაუჩნდეს განცდა, რომ ამ ქვეყანაში სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის ბრძოლას აზრი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, მალე დაინახავს ეს ხელისუფლება, რომ ბრძოლას აზრი აქვს და არავინ აპირებს გაჩერებას. მე ვუთხარი ელჩს ამ დგომარეობის შესახებ და ვუთხარი, რომ მე არ შემიძლია ვიყო ამ მიღებაზე, ბოდიში მოვუხადე ამისთვის და მივდივარ ჩემს კოლეგებთან და გავაგრძელებთ მსჯელობას. როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილი წერილების ფონზე უფრო შეშინდა და არაადეკვატური გახდა. ასეთი ნაბიჯის გადადგმა ამას მოწმობს. რა თქმა უნდა, ამას მოყვება მწვავე რეაქციები, ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ოპოზიციის წარმომადგენლები ვესაუბრებოდით ჩვენს პარტნიორებს და ვეუბნებოდით, რომ ხელისუფლება არ არ აჩერებს ამ რეპრესიულ რეჟიმს და ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ გააჩეროს თითოეული ის ადამიანი და პოლიტიკური ლიდერი, ვინც გაბედავს და მისი აზრის წინააღმდეგი იქნება.” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....