ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უგულავა ზვარაკად შეეწირა დროებით იმ ბრძოლას, რომელიც გამარჯვებით დამთავრდება” – მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, უზენაესი სასამართლოს მიერ, უგულავას მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, პირდად ივანიშვილის გადაწყვეტილებაა.

„გამოსავალი რომ იყოს პოლიტიკური ლიდერების დაკავება ბიძინა ივანიშვილისთვის, რაიმე შანსი მაინც ექნებოდა ივანიშვილს თეორიული მაინც, ეს ნაბიჯი რომელიც ივანიშვილმა დღეს გადადგა არის პანიკით განპირობებული, ის არის შეშინებული, ის ხვდება რომ ნდობა საზოგადოებაში აქვს დაკარგული და ცდილობს და ებღაუჭება ხავსს, ცდილობს იქნებ დააშინოს ოპოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რა ქნას. აქ სწორად ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, დღეს გიგი უგულავა ზვარაკად შეეწირა დროებით იმ ბრძოლას, რომელიც გამარჯვებით დამთავრდება ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის“,-განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....