ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დამოუკიდებელი დეპუტატების შეთავაზების განხილვა შესაძლებელია, გარდა არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის წინადადებისა” – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი  ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” მიერ შეთავაზებულ ოთხპუნქტიან წინადადებას ეხმაურება.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, შეთავაზების განხილვა შესაძლებელია, არჩევნებში მოქალაქეთა სავალდებულო მონაწილეობის თაობაზე წარდგენილი წინადადების გარდა.

„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ამ ვერსიის განხილვა შესაძლებელია. არ დავეთანხმებოდი არჩევნების სავალდებულობას, რადგან რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს და პრაქტიკულად არ მუშაობს, რადგან სახელმწიფო ვერ აიძულებს ამომრჩეველს, არჩევნებზე მოვიდეს, თორემ, რაღაც სანქციებს მიიღებს. ამის გამო საქართველოს მოქალაქეებზე სანქციების დაწესება სწორად არ მიმაჩნია. დანარჩენზე, კონკრეტულ დეტალებზე შეგვიძლია, ვისაუბროთ. ოპოზიციისგან კომპრომისი არ მოგვისმენია, მათი მხრიდან თუნდაც დაბალხარისხიანი კომპრომისი არ მოგვისმენია. ეს არის პირველი, რაც მოვისმინეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წარმომადგენელმა, ლევან კობერიძემ 2020-2024 პერიოდის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ფრაქციის სახელით ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, კონსენსუსის მიღწევის ხელშესაწყობად, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ხელისუფლებას კომპრომისულ წინადადებას სთავაზობს, რომელიც 4 ძირითად პუნქტს ეფუძნება.

იტვირთბა....