“ჩვენ არ ვართ უნიჭო ხალხი. უნდა მოვახერხოთ რომ ნიჭიერი, ნიჭით სავსე პოლიტიკოსები, მათ შორის, როგორიც მიხეილ სააკაშვილი არის. გამოყენებული იქნეს სწორედ. გავაკეთოთ ისეთი სისტემა, სადაც მონოპოლიზირებული არ იქნება არვინ. საშიში სისტემა არ იქნება. ზუსტად ისეთი, როგორიც დასავლეთა. სად არის გადასაგდები, სააკაშვილის ტიპის და განათლების პოლიტიკოსი?! ეს არის დიდი სისულელე! სწორი ფორმა უნდა მოვნახოთ”
თაკო ჩარკვიანი -“კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე
ტვ პირველი
შეგახსენებთ, რომ პირველი მარტიდან, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხსნის პირად შტაბს, სადაც “ნაცმოძრაობასთან” და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დააჩქარებს ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას.