ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გვერდზე ვერ გავდგები, გადავწყვიტე ღიად ჩავერთო ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად”, – სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ გადაწყვიტა, უკვე აქტიურად ჩაერთოს “ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად.

მე მინდა გითხრათ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე, თუ ვის ხელში გადავიდა ქვეყანა. “ქართული ოცნებაო” და ამის მაგივრად მოგვაჩეჩეს გაჭირვება, დახოცილი ბავშვები, კაპიკებზე დღე და ღამე შრომა უცხოეთში, ბრძოლა გადარჩენისთვის.
ეს არ არის ის, რასაც იმსახურებს ქართველი ხალხი!

ეს ხალხი გვეუბნება, რომ უნდა დარჩეს კიდევ ჯერ 4, მერე კიდევ 4 და მერე კიდევ ალბათ კიდევ 10-16 წლით. დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ, ვინ არის ეს ხალხი:
მაოხრებელი ივანიშვილი, ბრიყვი თალაკვაძე, ბოროტი წულუკიანი, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი, ბოლომდე გათავხედებული მექრთამე კალაძე და უამრავი სხვა კიდევ არარაობა, რომელიც ანადგურებს ჩვენს ქვეყანას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე.

მისივე თქმით, გავიდა უკვე 8 წელი და ეს ხალხი არსად არ აპირებს წასვლას და უფრო მეტიც, “უნდათ რომ მიგვაჩვიონ ამ არანორმალურ გიჟურ მდგომარეობას!”

“ამიტომ, რა თქმა უნდა, მე გვერდზე ვერ გავდგები და გადავწყვიტე, უკვე ღიად, აქტიურად, ორგანიზაციულად, ჩავერთო ჩვენი ხალხის დასახმარებლად, ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად და საქართველოს სწრაფი განვითარების გზაზე მყარად დასაბრუნებლად. მე მინდა ვუთხრა ყველას,რომ მე, რა თქმა უნდა, ვარ მომხრე ყველა ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის, მე ვარ მომხრე ჩვენი ფართო ფრონტის შექმნის, მე ვარ მომხრე იმისა,რომ არცერთი ძველი თანამდებობის პირი არ დაბრუნდეს თავის კაბინეტში და ბევრი ახალი ადამიანი, ღირსეული მოვიდეს პოლიტიკაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა და ამაზე აქტიურად ვმუშაობ და ყველაფერ ამაში უშუალოდ მივიღებ ძალიან აქტიურ მონაწილეობას.

ამიტომ პირველი მარტიდან, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა.

ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას მე გვერდით, ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და მაქვს მე და ყველა ჩემს რესურს, ყველა ჩემს კონტაქტს ადამიანურს, პოლიტიკურს ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ ეს უბედურება სწრაფად გადაილახოს”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

იტვირთბა....