ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“2012-ის ფატალურ შედეგს სააკაშვილი მერაბიშვილის შეცდომას უკავშირებს” – ხუხაშვილი

პოლიციამ არ მიიღო “სალდაფონი” ახალაია ავტორიტეტი ვანოს შემდეგ და გაჩნდა სერიოზული ბზარი სისტემაში – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სააკაშვილი 2012 წელს ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთ მიზეზად მერაბიშვილის შეცდომებს ასახელებს.
ასეთი ფატალური შეცდომა ნამდვილად უკავშირდება მერაბიშვილს, მაგრამ მისი ავტორი თავად სააკაშვილია.

ეს შეცდომა გამოიხატა ვანოს შსს-დან ჩამოშორებასა და მისი ახალაიათი ჩანაცვლებაში. ამით სისტემა საგრძნობლად დასუსტდა. პოლიციამ არ მიიღო “სალდაფონი” ახალაია ავტორიტეტი ვანოს შემდეგ და გაჩნდა სერიოზული ბზარი სისტემაში. ხოლო ვანოს საჯარო პოლიტიკაში გამოჩენით დაიმსხვრა ლეგენდა მისი განსაკუთრებული შესაძლებლობების შესახებ.

ამ გადაადგილების მიზეზი გახლდათ მიშას შიში, რომ ვანოს შეეძლო ჩვენთან გარიგებაში შემოსვლა და ძალოვან სისტემას ჩამოაშორა.

ამ და კიდევ სხვა შემთხვევებში, მიშას მაშინდელი შიშები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე გახლდათ” – წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....