ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდის მერია ქალთა და დედის დღეზე, ქალებს ხორცსაკეპ მანქანას აჩუქებს

ზუგდიდის მერიის გადაწყვეტილებით, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, ქალებს ხორცსაკეპი მანქანით დაასაჩუქრებენ. ამისთვის, მერიამ 7 თებერვალს გამოცხადებული ტენდერის მეშვეობით, 3 980 ლარი გამოყო და 20 ხორცსაკეპი მანქანის შეძენას აპირებს.

მერიაში აცხადებენ, რომ ტექნიკას იმ ქალებს გადასცემენ, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები შეარჩევენ. რა თქმა უნდა, ეს ქალები რაღაცით გამორჩეულნი უნდა იყვნენ. აღნიშნულია განცხადებაში. ინფორმაციას, ადგილობრივ გამოცემა “ლაივპრესი” აქვეყნებს.

“მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა ორგანიზაციას მერიისგან გაეგზავნება წერილი, თუ ვის თვლინ საჭიროდ, რომ წარადგინონ. ყველა სფეროს წარმომადგენელი შეიძლება იყოს ამ ოც ადამიანში, რაღაცით გამორჩეული უნდა იყოს რა თქმა უნდა”. – ზუგდიდის მერია.

იტვირთბა....