„თუ სააკაშვილი შექმნის გუნდს და არჩევნებისთვის მოახერხებს პარტიის გაკეთებას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ამ ახალი სახეებით, ის საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და მას ყოველ შემთხვევაში 3%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა ნამდვილად არ ექნება. ფორმალურად სააკაშვილი ჩამოშორდება “ნაციონალურ მოძრაობას”, შექმნის თავის ახალ შტაბს, ექნება პოლიტიკური ორგანიზაცია და იმუშავებს პირადი რეიტინგით. საპრეზიდენტო არჩევნები რომ იყოს, კიდე ჰო. პირადი შტაბი რაში უნდა სჭირდებოდეს? არაფერში, მაგრამ იქ ექნება გუნდი, რომელიც იტყვის, რომ ჩვენი ლიდერი არის სააკაშვილი და სააკაშვილი იტყვის, რომ ეს არის ჩემი გუნდი“
ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი
“ინტერპრესნიუსი”
“გვერდზე ვერ გავდგები. გადავწყვიტე, უკვე ღიად, აქტიურად ჩავერთო ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად”, – შეგახსენებთ, ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გააკეთა.