„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ დიპლომატიურ ენაზე, ანგარიშში, ძალიან ამომწურავად არის საუბარი პრობლემების უდიდეს ნაწილზე.
„ევროკავშირის ამ დოკუმენტში დიპლომატიურ ენაზე, ძალიან ამომწურავად პრობლემების უდიდეს ნაწილზე არის საუბარი, დაწყებული სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი გამოწვევებით და იმით, თუ როგორი პრობლემატური იყო უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი, როგორ იყო იგნორირებული რეკომენდაციები, როგორ მიმდინარეობს მედია საშუალებების დევნა. ასევე, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, „ლელოს“ მაგალითზე. ხაზარაძის და ჯაფარიძის, გამოუძიებელი საქმეები, უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, რომლებსაც სჭირდებათ ნდობის აღდგენა, ის, რომ ეკონომიკა რჩება სახიფათო ზონაში, რომ შიდაპოლიტიკურმა ვითარებამ შეიძლება, კიდევ უფრო დააზიანოს საქართველოს ეკონომიკა, მუხტარლის საქმე ნახსენებია. ანუ, იმდენი პრობლემა იყო ყველა ნახსენები ვერ იქნება, რათქმაუნდა, „გავრილოვის ღამე“ , გადაჭარბებული ძალის გამოყენება და ჩავარდნა იმ პირობის, რაც შეეხებოდა პროპორციულ არჩევნებს“,-აცხადებს ბოკერია.
მისი თქმით, 2020 წელი ქვეყნისთვის გარდამტეხი იქნება და სწორედ აღნიშნული გზავნილები უნდა მიიღოს ყველამ საქართველოს მეგობრებისგან.
„რათქმაუნდა, ევროკავშირი უჭერს საქართველოს მხარს, ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ, როგორც საქართველოს მოქალაქეები ყველა ჩვენი მოკავშირის.
რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის შიგნით დემოკრატიას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას, საბოლოო ჯამში, 2020 წელი იქნება გარდამტეხი და სწორედ ეს გზავნილი უნდა მიიღონ ყველამ საქართველოს მეგობრისგან. გაიგონ და გონს მოეგონ ხელისუფლების წარმომადგენლები . ამიტომ ის ინსტიქტი, რომ ჩრდილოეთ კორეულ სტილში, მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ ატყუბდნენ არ წაგვიგიაო და მატჩი არ არჩვენეს ხალხს, ასე ამ რეპორტში თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის საქართველოს მიესალმებიან და ბუნებრივია, მხარს უჭერენ და იძახიან, რომ თქვენ კარგი ხალხი ხართ და მხარს გიჭერთ და ა.შ. -ამ დიპლომატიური ნაწილის გამოტანა წინ და არხსენება იმის რამდენ პრობლემაზეა გამახვილებული ყურადღება სამარცხვინო ამბავია და არ შველის არაფერს“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.