“ორი მონოლოგით, ორი ურთიერთდაპირისპირებული ჭეშმარიტებით, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოა წაგებული. ასეთი რეალობაა ჩვენთან, რომ ყველა არჩევნები, ფაქტობრივად, “ცივი ომის” ტოლფასი ხდება. ხელისუფლების საარჩევნო ბუღალტერია არის ასეთი, რომ ნებისმიერ გზით უნდა ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის, მაჟორიტარების დატოვების მეტს, სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. ოპოზიციას ამ პირობებზე დათმობა არ უნდა იმიტომ, რომ ეს გარკვეულწილად მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს დააზიანებს”
გია ხუხაშვილი – ექსპერტი
ასე შეაფასა ხუხაშვილმა “მეტრონომთან” ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთსაპირისპირო განცხადებები.
მისი თქმით, “თუ ოპოზიცია შეთანხმდება ეფექტური კოორდინაციის ფორმულაზე, შეიძლება ხელისუფლებას შეექმნას პრობლემები”.