ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა აშშ-ის კონგრესში” – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტად იმყოფება, აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეკრებაში, National Prayer Breakfast მიიღო მონაწილეობა და ვიზიტის პირველი დღის განმავლობაში 20-მდე შეხვედრა გამართა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და საქართველოს მიმართ არსებობს დიდი ნდობა და ოპტიმიზმი.

„ძალიან დატვირთული დღე იყო შეხვედრებით. ჩვენ შევხვდით კონგრესის და სენატის წევრებს და პირველ რიგში, სასიხარულო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ ჩვენ ვართ ყველაზე საიმედო პარტნიორი და მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში და რა თქმა უნდა, ამას, მომავალშიც არანაირი საფრთხე არ ემუქრება. კითხვები, რაც ჰქონდათ კონგრესის წევრებს და რაც იყო წერილებში გამოხატული, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი და არის მოლოდინები, როგორც იმ ქვეყნის მიმართ, ვისაც აქვს ყოველწლიურად ხელშესახები პროგრესი უსაფრთხოების, დემოკრატიის და სხვა მნიშველოვან სფეროებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

იტვირთბა....