ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნება 50%-იან ნიშნულს გადასცდება – მეორე ადგილზე არის ნაციონალური მოძრაობა” – კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მათი გათვლებით, “ქართული ოცნება” 50%-იან ნიშნულს გადასცდება – მეორე ადგილზე კი გავა “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც პარლამენტში 10-15 კაცით შევა.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი გათვლები, რაც ეფუძნება სოციოლოგიურ კვლევებს, რომლებიც ასახავს საზოგადოების განწყობას. ბოლო ასეთი სოციოლოგიური კვლევა დეკემბერში ჩატარდა და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის შესაძლობას, რომ არამხოლოდ გავიმეორებთ იმ შედეგს, რომელიც გვქონდა 2016 წელს და ეს იყო – 49%, არამედ შეგვიძლია, ამ შედეგის თუნდაც არსებითად გაუმჯობესება. ჩვენ ვმუშაობთ ქართულ კომპანიასთნ, რომელიც ატარებს საველე სამუშაოებს. როდესაც ვამბობთ ჩვენს პროგნოზებს ეს პროგნოზები მართლდება, იგივე 2016 წელს ჩვენ ვამბობდით, რომ ყოველი მეორე ადამიანი დაუჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ და ზუსტად ეს შედეგი დაჯდა. ამის თქმის საშუალებას გვაძლევდა სწორედ ეს კომპანია და მათი კვლევის შედეგები,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძე აცხადებს, მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობაა”, რომელიც პარლამენტში 10-15 კაცით შევა და შესაბამისად ეს იქნება ძალიან კარგი საწინდარი იმისათვის, რომ 2024 წლისთვის ისინი ვეღარ შევიდნენ საქართველოს პარლამენტში.

იტვირთბა....