ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინელი ექიმი, რომელიც კორონავირუსის საფრთხეზე დეკემბერში საუბრობდა, ამავე ვირუსით გარდაიცვალა

ჩინელი ექიმი, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ დეკემბერში აფრთხილებდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ექიმმა, ლი ვენლიანმა სოციალური ქსელით გააფრთხილა კოლეგები, რომ მოსალოდნელი იყო კორონა ვირუსის გავრცელება. რის შემდეგაც ის პოლიციაში დაიბარეს, შემდეგ კი სიცრუეში დაადანაშაულეს და გააფრთხილეს, რომ შეეწყვიტა აღნიშნული ქმედებები.

ექიმი 12 იანვარს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში მოათავსეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი მას პაციენტისგან გადაედო.

იტვირთბა....