თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული საქმის განხილვა 10 თებერვლისთვის გადაიდო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ანა ტყებუჩავას 9 იანვარს აქციაზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
მსახიობის ამბობს, რომ მას არ მოუსმენია სამართალდამცველების მხრიდან რამე გაფრთხილება და ახლომდებარე კაფედან გამოსული შეუერთდა სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც რუსთაველზე გზის სავალი ნაწილი უკვე გადაკეტილი ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ ანა ტყებუჩავას მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რომელიც შეკრების და მანიფესტაციების წესის დარვევას გულისხმობს, რაც 5000-ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.