საქართველოს პარლამენტთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის მორიგი აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილები არიან ჟურნალისტები, რომლებიც მზია ამაღლობელის განთავისუფლებას ითხოვენ. გარდა ამისა, ჟურნალისტები ამაღლობელს სთოვენ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რათა მის ჯანმრთლობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს შიმშილობა აქვს გამოცხადებული.