მთავარი ციტატა

„100/50-ზე გამორიცხულია, არ დავთანხმდებით – ჩვენ ადგილებით არ ვვაჭრობთ”

„100/50-ზე გამორიცხულია, არ დავთანხმდებით არც ერთ შემთხვევაში. ჩვენ ადგილებით არ ვვაჭრობთ. ჩვენ გვინდა სისტემურად ახალი მოდელი დაინერგოს, რომელიც ახალი განვითარების ტალღას მისცემს ქვეყანას“

გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი

ასე ეხმაურება ვაშაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

კობახიძემ, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ” რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია 100/50-თან დაკავშირებით “ქართული ოცნების” შეთავაზებას, მით უკეთესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება 77/73 პრინციპით”.

იტვირთბა....