aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ყველანაირად ვეცდები გავანადგურო ქართული ოცნება” – მაჩალიკაშვილი

„ყველგან გავაპროტესტებ, ვიდრე ქართველი ხალხი არ მიაღწევს სიმართლეს, არ ჩამოიშორებს ამ სიბოროტეს, „ქართულ ოცნებას“, ვეცდები ყველანაირად, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გავანადგურო „ქართული ოცნება“. ჩემი მიზანი ყველასთვის ცნობილია, ვიბრძვი, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და ყველა ჩვენ კითხვას გაეცეს პასუხი. ბანერსაც დავუდგამ, კარავსაც გავუშლი, რადგან ამას კანონი არ კრძალავს. პარლამენტია ჩემი ეპიცენტრი, რადგან პარლამენტისგან ვითხოვ შეიქმნას საგამოძიებო კომისია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მალხაზ მაჩალიკაშვილი – პანკისში სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემრილან მაჩალიკაშვილის მამა

განაცხადა მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან, აქცია-პიკეტირების დროს

პარლამენტის წინ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია  უკვე დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომოპოზიციამ 4 თებერვლიდან პარლამენტთან აქცია-პიკეტორება დაანონსა თუმცა ბაღდათში მომხადრი ტრაგედიის გამო გუშნდელი აქცია გადაიდო. ბაღდათის რაიონში გუშინ ღამით საცხოვრებელი სახლის დაწვის შედეგად 6 ადამინი, მათ შორის 4 ბავშვი, 1 ფეხმძიმე ქალბატონი და ხანშიშესული ქალი  გარდაიცვალა.

იტვირთბა....