“შეცდომა კი არ გაეპარათ, ის გაეპარათ, რომ ბათუ ქუთელია მიუთითეს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, თორემ, რეალობა იყო ასახული. საბოლოო ჯამში, ეს გაასწორეს, თუმცა საზოგადოების აღქმაში ვერ გასწორდება, რადგან მან ისედაც იცის, რომ ბათუ ქუთელია არავითარი „ენჯეო“ არ არის. ის არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი – გონგო, ნაცი, შმაცი. ყველაფერი ამის ლუსტრაცია მოხდა”
ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
აღნიშნული განცხადება კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომელსაც ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსი აქვს.
მდინარაძეს საგანგებო ბრიფინგით გუშინვე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე და ის ტყულში დაადანაშაულა.
განცხადება გაავრცელა ბათუ ქუთელიამაც.