ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

2 მილიონი ბიუჯეტიდან “ოცნების” პიარისთვის – კომპრომატების ომი იწყება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

დეკანოიძემ მდინარაძე ტყუილში დაადანაშაულა.

“ბატონი მდინარაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კონტრაქტზე, რომელიც გაფორმებული აქვს “ერთიან ნაციონალური მოძრაობას”, წარმოდგენილია ბატონი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა. კონტრაქტზე ნათლად ჩანს, რომ ბათუ ქუთელიას ხელმოწერა ამ კონტრაქტზე არ არის. ამიტომ, ტყუის ბატონი მდინარაძე და მინდა ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი არის ბოდვა მხოლოდ გადასაფარად იმ შემაშფოთებელი განცხადებების, რომელსაც ჩვენ ვისმენთ… ეს არის “ქართული ოცნების” მიერ გაფორმებული კონტრაქტი, რომელშიც “ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი იხდის ხალხის ფულს – 2 მილიონ დოლარს. ეს არის კონტრაქტი, რომელშიც არაფერი არ წერია, მათ შორის, არც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე, არც საქართველოს დეოკუპაციაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს 2 მილიონი დოლარი იხარჯება საქართველოს ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. მე მაინტერესებს, რაში სჭირდება ხელისუფლებას ლობისტური კომპანია ვაშინგტონში მაშინ, როცა ამხელა საელჩო გაქვთ, რომელიც ივანიშვილის ინტერესებზე მუშაობს აშშ-ში და ელჩი, რომელიც წარმოადგენს ივანიშვილის ინტერესებს და არ წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის ლობისტურ კომპანიებზე განცხადება დღეს გააკეთა.

 

 

იტვირთბა....