ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე არ გახლავართ არცერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში”, – ბათუ ქუთელია

“საზოგადობრივი ინტერესებიდან გამომდირე , რადგანაც ვიმყოფები ვაშინგტონში და ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას ვერ ვპასუხობ, აქ გავაკეთებ მოკლე განცხადებას”, – ამ განცხადებას “საქართველოს ანალიტიკური საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია მამუკა მდინარაძის მიერ ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციის საპასუხოდ საკუთარ ფეისბუქგვერდზე აკეთებს.

“ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და შესაბამისი მომსახურეობის გაწევა დაინტერესებული უცხოური კომპანიებისათვის. ამჟამად ვმუშაობ რამოდენიმე ამერიკულ კომპანიასთან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი ანალიტიკური პროდუქტები არის პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ სხვა პროფილის. ერთერთი ასეთი კომპანია ორიონ სტრატეგი. ყველა ეს საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე ამერიკული კანონმდებლობით. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარა ორიონ სტრატეჯი გააკეთებს დამატებით განმარტებებს.

ჩემი ანალიტიკური მომსახურეობის სანდოობა და საიმედოობა დაკავშირებულია ჩემს განლილ კარიერასთან, რეპუტაციასთან, შესრულებული საქმის ხარისხთან და მიუკერძოებლობასთან.

მე არ გახლავართ არცერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში.

რაც შეეხება ჩემს შეხედულებებს ქვეყანაში შექმნილ პრობლემებს, მიზეზებსა და გაწყვეტის გზებზე შეგიძლიათ კიდევ ერთხელ წაიკითხოთ The American Interest ში 31 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში”, – წერს ბათუ ქუთელია საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, პარლამენტში “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს შორის მცირე კამათი მოხდა.

მამუკა მდინარაძემ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე “ნაცინალიურ მოძრაობასა” და მის ლობისტურ კომპანიებზე ისაუბრა.

მდინარაძის თქმით, ბათუ ქუთელია არის ის ადამიანი, რომელიც თავს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლად ასაღებს, რეალურად კი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელია.

იტვირთბა....