„პაციანეტი გახლავთ მამაკაცი, 29 წლის, რომელიც მუშაობდა ქალაქ გუანჯოუში, ჩამოვიდა საქართველოში. ჰქონდა ტემპერატურის მომატება, მაგრამ არა 38-ზე მეტი, ნაკლები ჰქონდა, მიუხედავად ამისა, მაინც მოგვმართა და ეს კარგია, რომ ასეთი სიფხიზლე და ყურადღებაა. გარდა იმისა, რომ ის ჩინეთშია ნამყოფი, სხვა არავითარი კლინიკური ნიშანი ახალი კორონავირუსის არ აქვს. ის იმყოფება ჩვენთან დაკვირვების ქვეშ და ვფიქრობთ, რომ მას არ დაუდასტურდება ახალი კორონავირუსით ინფექცია”
თენგიზ ცერცვაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
“ინტერპრესნიუსი”
შეგახსენებთ, ინფექციურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს კაცი, რომელიც საქართველოში ჩინეთიდან დოჰას გავლით შემოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის მგზავრს ტემპერატურა – 37.3 გრადუსი დაუფიქსირდა.