ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფექციურ საავადმყოფოში საქართველოში ჩინეთიდან დოჰას გავლით შემოსული კაცი გადაიყვანეს

ინფექციურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს კაცი, რომელიც საქართველოში ჩინეთიდან დოჰას გავლით შემოვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის მგზავრს ტემპერატურა – 37.3 გრადუსი დაუფიქსირდა.

არსებული ცნობით, დაფიქსირებული სიმპტომები არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს კორონავირუსი აქვს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა უკავშირდება იმას, რომ ჩინეთიდან ჩამოვიდა.

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კლინიკაში მსგავს შემთხვევაში პაციენტის გადაყვანას პროტოკოლი ითვალისწინებს და ეს ყველაფერი პრევენციის მიზნით ხდება.

იტვირთბა....