ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოდით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერები ბოლომდე ვამხილოთ. არ გვერევა არც რიცხვი და არც გვარები”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის: წარმომადგენლების განცხადებებს პასუხობს.

მამუკა მდინარაძის თქმით, აპლიკაციის პირველ გვერდზე მითითებულია, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობს ბათუ ქუთელია.

„არც გვარები, არც რიცხვი არ გვეშლება და არ გვერევა. მოდით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერები ბოლომდე ვამხილოთ. შეიძლება, ბოლო კონტრაქტი წარმოადგინეს, სადაც ხელმომწერი დაფარულია და ვინ არის, ეს მართლაც უნდა იცოდეს მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“. აპლიკაციის პირველ გვერდზე მითითებულია, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობს ბათუ ქუთელია, ანუ ლობისტურ კომპანიასთან წარმომადგენელი არის ბათუ ქუთელია”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, მათ ხელმომწერი არ უთქვამთ და შეიძლება, ხელს აწერდნენ მიხეილ სააკაშვილი, კობა ნაყოფია ან გიგა ბოკერია.

“ბევრი მანიპულირება აღარ სჭირდება. ბოლოში ხელმომწერი არ გვითქვამს. შეიძლება, ხელს აწერდნენ მიხეილ სააკაშვილი, კობა ნაყოფია ან გიგა ბოკერია. ეს ვებგვერდზე დაფარულია, რომელიც გამოაქვეყნა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა. მხოლოდ იმას ვამბობთ, რაც პორტალზეა გამოქვეყნებული. ერთმანეთს მოჰკითხონ, შეცდომა რატომ დაუშვეს და ტყუილით თავის „გაპრავებას“ თავი დაანებონ. 25 ოქტომბერი არის სავარაუდოდ კონტრაქტის წარდგენის თარიღი იუსტიციის დეპარტამენტში. შეიძლება ხელშეკრულება გააფორმეს, რაც უცნობია, რადგან დეპარტამენტი ამას არ აქვეყნებს ხოლმე. მათთან კონტაქტით სარგებლობს და საკონტაქტო პირი არის ბათუ ქუთელია. შეიძლება, ფულის გადამხდელი იყოს კობა ნაყოფია, მიხეილ სააკაშვილი, ნებისმიერი სხვა ადამიანი, ვინც დაფარულია. კონტრაქტის თანმდევ დოკუმენტში ფულის გადამხდელი და წარმომადგენელი პირი მითითებული არ არის. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ვინ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს შორის მცირე კამათი მოხდა.

მამუკა მდინარაძემ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე “ნაცინალიურ მოძრაობასა” და მის ლობისტურ კომპანიებზე ისაუბრა.

მდინარაძის თქმით, ბათუ ქუთელია არის ის ადამიანი, რომელიც თავს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლად ასაღებს, რეალურად კი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელია.

თავის მხრივ, ბათუ ქუთელიამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ იგი არცერთი პარტიის წევრი არაა და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში.

იტვირთბა....