ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) დაპირისპირება მამუკა მდინარაძესა და რომან გოცირიძეს შორის

პარლამენტში “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს შორის მცირე კამათი მოხდა.

კამათის მიზეზი ამერიკულ ლობისტურ კომპანიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაფორმებული კონტრაქტი გახდა.

მდინარაძის თქმით, კონტრაქტით წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი არის ბათუ ქუთელია, რომელიც დღეს „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტია.

რომან გოცირიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი კობა ნაყოფიას მიერაა ხელმოწერილი.

შეგახსენებთ,  მამუკა მდინარაძემ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე “ნაცინალიურ მოძრაობასა” და მის ლობისტურ კომპანიებზე ისაუბრა.

მდინარაძის თქმით, ბათუ ქუთელია არის ის ადამიანი, რომელიც თავს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლად ასაღებს, რეალურად კი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელია.

 

იტვირთბა....