“გაზპრომის” აქციონერი მოიკითხეთ და ის თანხები, რომელიც იქაჩება პანამიდან და მერე შემოდის საქართველოში”, – ასე უპასუხა “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, “TBC BANK Group”-ში მისი წილის ნაწილი რუს ოლიგარქ პროხოროვზე გაყიდა.
“ივანიშვილის წყარო არის რუსული მთლიანად. მისი შემოსავალი სრულად რუსული. მისი კომპანიების წილები არის რუსულ კომპანიებში. ეს ფული მიედინება პანამაში, ირეცხება, შემოდის საქართველოში და ე.წ. ქველმოქმედების სახით აკეთებს ვითომ აქ საქმეებს… ჩვენ თანხები ვისესხეთ იმიტომ, რომ ანაკლიის პორტის პროექტში ჩადებული ვალდებულებები გავისტუმროთ… “რენესანს-კაპიტალი” არის ინგლისური ბანკი, მისი აქციონერები ვინ არიან, ეს ჩვენი თემა არ არის – რუსია, ჰოლანდიელია თუ ა.შ. ეს არის რეგულატორი, ჩვეულებრივია ბანკია… მოიკითხეთ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი, რომელიც იყო ფულის გათეთრებაში და ორჯერ აქვს დაკეტილი ბანკი რუსეთში. ეს გვარი გახლავთ გავრილოვი, ოღონდ ის გავრილოვი არა, მეორე გავრილოვი. ეს ბანკი საქართველოში გახლავთ “პროგრეს ბანკი”, რომელიც გახლავთ მიჩუმათებული, რომელზეც არაფერი არ ხდება. გაქრა ეს ბანკი და შესაბამისად, ყველა კითხვა დაუსვით ბიძინა ივანიშვილს”, – უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ.