“არ გათეთრდება „ოცნება“, რაც უნდა ხეხო ფულითა. ვერავითარი ფული და ლობისტი „ქართულ ოცნებას” და ივანიშვილის ხელისუფლებას ვერ „გაათეთრებს“. ეს არ არის ერთადერთი ლობისტური კომპანია, რომელიც დაქირავებული ჰყავს საქართველოს ხელისუფლებას. ასევე, სხვა უწყებებსაც ჰყავს ანალოგიური კომპანიები ისევე, როგორც სხვა ისეთი კომპანიები, რომლებიც პირადად მის იმიჯზე მუშაობენ. თუ როგორი შედეგით დამთავრდა ეს, ძალიან კარგად ვიცით. ლობისტური კომპანიის მუშაობას მაშინ აქვს აზრი, თუკი რაიმე გაქვს საჩვენებელი. შავზე ვერ იტყვიან, რომ თეთრია”
რომან გოცირიძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი
აღნიშნული განცხადება გოცირიძემ ლობისტური კომპანიისთვის ხელისუფლების მიერ ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე გააკეთა.