მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის ეპიდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მზადება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადისთვის გრძელდება.
ამის შესახებ საერთაშორისო ოპიმპიუტი კომიტეტი შესაბამის განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ არასოდეს განგვიხილავს თამაშების გაუქმება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გააგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას, რათა, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი კონტრზომები მიიღოს. მზადება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადისთვის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ოლიმპიადისთვის მზადებისას, ყოველთვის ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციებთან და მათ შორისაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“, – აღნიშნულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.