ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად ჩინეთს 12 ტონა დამცავ აღჭურვილობას გაუგზავნის

საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” ინფორმაციით, ევროკავშირი ჩინეთშ კორონავირუსთან საბრძოლველად 12 ტონა დამცავი აღჭურვილობით დაეხმარება.

არსებული ინფორმაციით, ჩინეთში ვირუსთან ბრძოლის პროცესში დამცავი აღჭურვილობის დეფიციტია, რის გამოც ევროკავშირი ქვეყანას 12 ტონა კორონავირუსთან საბრძოლველ დამცავ აღჭურვილობას რამდენიმე დღეში გაუგზავნის.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა ისიც, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ევროკავშირს მედიკამენტების გამოყოფის თხოვნითაც მიმართა.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ლი კეციანი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ტელეფონით ესაუბრა. ლაიენის თქმით, ევროკავშირი ჩინეთს აუცილებლად დაეხმარება.

შეგახსენებთ, ჩინეთი ახალი კორონავირუსის გავრცელებას ებრვის. არსებული ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა “მუხლებზეა დაცემული”, რადგან საწოლები და ინვენტარი არ ჰყოფნით.

იტვირთბა....