ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინეთი ევროკავშირს სამედიცინო ინვენტარით დახმარებას სთხოვს

“სიენენის” ინფორმაციით, ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ლი კეჩიანგი ევროკავშირს სთხოვს, რომ ჩინეთს სამედიცინო ინვენტარითა და ნივთებით დაეხმაროს. “სიენენი” ამ ინფორმაციას ჩინეთის მთავრობის განცხადების საფუძველზე აქვეყნებს.

ჩინეთი ახალი კორონავირუსის გავრცელებას ებრვის. არსებული ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა “მუხლებზეა დაცემული”, რადგან საწოლები და ინვენტარი არ ჰყოფნით.

“სიენენის” ინფორმაციით, ჩინეთის პრემიერი ევროკომიპიის პრეზიდენტს, უსრულა ვონ დერ ლეიენს მობილურით ესაუბრა და განაცხადა, რომ იმედოვნებს, ექნება შესაძლებლობა, შეიძინოს ინვენტარი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან კომპერციული არხების გავლით.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. როგორც ცნობილია ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება.

საქართველოში საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა. 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდეა გაზრდილი.

იტვირთბა....