ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრეზიდენტს როგორც ასეთი განცხადება მოწვევის თაობაზე არ გაუკეთებია” – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, თბილისში რუსული დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც კობახიძე აცხადებს, პრეზიდენტს როგორც ასეთი განცხადება მოწვევის თაობაზე არ გაუკეთებია.

„პრეზიდენტს როგორც ასეთი განცხადება მოწვევის თაობაზე არ გაუკეთებია. არის დღის წესრიგში შესაბამისი ღონისძიება – ეს არის მინისტრთა კომიტეტი, რომელიც უნდა გაიმართოს იმ ქვეყანაში, რომელიც პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსით სარგებლობს. გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, მიიღება კონსულტაციების საფუძველზე, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, მან გასცა რუსი დელეგატის კითხვას, შედარებით ზოგადი პასუხი. რაც შეეხება საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იმის თაობაზე თუ ვინ ჩამოვა თბილისში და ვინ არა, ამაზე გადაწყვეტილება მიიღება ორ მხარეს შორის კონსულტაციის თაობაზე. ერთ მხარეს არის საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში საგარეო საქმეთა სამინისტროს სახით, მეორე მხარეს კი ევროპის საბჭო.

გახსოვთ, რომ 2016 წელს იმართებოდა თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და მაშინაც დადგა რუსული დელეგაციის მონაწილეობის საკითხი. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო აქტიური მხარდამჭერი იმისა, რომ თბილისში ჩატარებულიყო ეს ღონისძიება რუსი დელეგატების მონაწილეობით და ამ რუსი დელეგატებიდან 3 იყო ისეთი, რომელსაც დარღვეული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების კანონი. მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვალი დახუჭა ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაზე და დღეს ზუსტად იგივე ადამიანები სპეკულირებენ ამ თემით“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....