თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მიერ გაკეთებული კომენტარის მიხედვით, ჩინეთის ორ მოქალაქესთან მიმართებაში, რომლებსაც საქართველოში კვლევები ჩაუტარდათ, ახალი კორონავირუსის ნიშნები გამოირიცხა.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცენტრში მოთავსების დროსაც მძიმე არ იყო.
მისივე თქმით, შემოსვლისას ჩინეთის მოქალაქეებს ჰქონდათ ტემპერატურა, არაუმეტეს 38 გრადუსისა და იშვიათი ხველა.მათ კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდათ კვლევა და ანთების მარკერებზე სისხლის კლინიკური კვლევა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, სიმძიმის მაჩვენებლები ლაბორატორიულითაც გამოირიცხა, არცერთთან არ აღმოჩნდა პნევმონია და ანთების მარკერებიც არ იყო მაღალი, ამიტომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ჩაითვლება მძიმე ფორმებად.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ჩინეთის მოქალაქეებს ყველა ტიპის გამოკვლევა ჩაუტარდათ, ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია გერმანიაში და ახლა ელოდებიან პასუხს კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა, მისივე თქმით, ის რომ ქალბატონსა და მამაკაცს კორონავირუსი აღმოაჩნდეთ, ამის შანსი მინიმალურია.