ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხმაური და დაპირისპირება ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან

სამოქალაქო აქტივისტებმა ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქცია გამართეს. რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ პოლიციამ გადაადგილების თავიდუფლება უკანონოდ შეუზღუდა.

“აქ მოვიდნენ ახალგაზრდები, რომ მოსულიყვნენ ივანიშვილის სახლთან და გაეპროტესტებიმნათ არაფორმალური მმართველობა. ასევე პლაკატებზე ჰქონდათ კონგრესმენების ის გზავნილები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს კონგრესმენებმა გადასცეს. პოლიციამ არ მოგვცა ამის საშუალება. გადაგვიკეტეს გზა და თბილისის ზღვაზე შემოგვთავაზეს აქციის ჩატარება. აქციას ახალგაზრდები აუილებლად ჩაატარებენ და ნებისმიერი მსგავსი შეზღუდვა არის უკანონო. ესენი გახდნენ იძულებულები, რომ გაეხსნათ შემოსასვლელი” – აცხადებს ზვიად კუპრავა.

იტვირთბა....